|
2016-09-06 15:47:27, 621 ნახვა
პოლიტიკა
ახალგორის საკრებულო მცხეთის მუნიციპალიტეტს სოლიდარობას უცხადებს და ცეზარ ჩოჩელის ირგვლივ ერთიანდებიან
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები აღშფოთებას გამოთქვამენ მოქმედი კანონმდებლის დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. ამის შესახებ ისინი განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენთვის მიუღებელია მცხეთის საკრებულოს დეპუტატებისადმი დიმიტრი ხუნდაძის ცინიკური და თანამდებობისათვის შეუფერებელი დამოკიდებულება. შეურაცხმყოფელი იყო ცილისწამება კორუფციულ გარიგებაში ცეზარ ჩოჩელთან. ამრიგად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო სოლიდარობას უცხადებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და უერთდება მათ ცეზარ ჩოჩელის მხარდაჭერის საკითხში, ვინაიდან ის გახლავთ დღეისთვის წარმოდგენილ კანდიდატთა შორის ლიდერი და მისი გეგმები ემთხვევა ჩვენს სამომავლო ხედვებს ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში. ასევე ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებთ, რომ საკრებულოს წევრთა სრული უმრავლესობა მხარს ვუჭერთ ,,ქართულ ოცნებას’’ და სრულ თანადგომას ვუცხადებთ მას.“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12 წევრი. ამავე განცხადებაში ისინი მოქმედ დეპუტატს მოუწოდებენ ხელი აიღოს ბინძური ჭორებით მანიპულირებაზე და მმართველ პარტიაში დაბეზღებაზე! „ნუ იძლევა ფუჭ დაპირებებს, თითქოსდა არჩევნების შემდეგ ახალგორის საკრებულოში მოახდენს კადრების გადაადგილებას, ვინაიდან შევახსენებთ, რომ საკრებულო გახლავთ არჩევითი ორგანო“ - აცხადებენ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)