|
2016-09-06 14:27:16, 646 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის საკითხი 8 ოქტომბრამდე გადაწყდეს
მას შემდეგ, რაც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება გაფორმდა ევროკავშირთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს შესაძლებლობა მიეცეს, თავისუფლად გავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე -"ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ". პრემიერის თქმით, ეს არის დამატებითი საკითხი თუნდაც მცირე ბიზნესისთვის. „თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები თავისუფლად ვერ შეძლებენ ევროპაში გადასვლას, მაშინ სრულად ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ. უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესასრულებელი საკითხი ასოცირების შეთანხმების საკითხში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა აუცილებელი პირობა, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ყველაფერი რაც ჩამონათვალში იყო მითითებული“, - აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ მალე შესაძლებელი იქნება უვიზო მიმოსვლა. „გუშინ LIBRE-ს კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შემდგომ განხილვებს. იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება, გვქონდეს უვიზო მიმოსვლა. ამას არ ვამბობ ჩემი პარტიის პოლიტიკური ინტერესი გამო, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, ეს 8 ოქტომბრის არჩევნებამდე გადაწყდეს, რათა პროდასავლური სულისკვეთება კიდევ უფრო გაღვივდეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)