|
2016-09-06 12:49:12, 790 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი თოთლაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი სამთავისის ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ბოჟამისა და სამთავისის სოფლების მოსახლეობასთან ერთად განიხილა ადგილზე არსებული პრობლემები, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები. ირაკლი მეზურნიშვილმა ასევე ისაუბრა საგანმანათლებლო სისტემისა და ახალგაზრდების თვითმართველობაში ჩართულობის შესახებ. იმსჯელა, რას ნიშნავს ცხოვრობდე უსაფრთხო ქვეყანაში, რას ნიშნავს კანონის პატივისცემა და რატომ არის საჭირო ეს ქვეყნის განვითარებისთვის. „მჯერა, ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად, ვიშრომებ რაიონის სასიკეთოდ, რადგან ყოველივე კეთილი წარმოქმნის ყოველგვარ ადამიანურს,რომელიც დღეს ასე ძალიან გვჭირდება. სიკეთე ქმნის სიკეთეს, რომლითაც უნდა გავიხაროთ“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი თოთლაძე სოფლების: აბისისთავის, აბისისა და ბერძენაულის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. თავის მხრივ, მოსახლეობამ, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას სოფლებში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)