|
2016-09-06 12:22:54, 801 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატი ამჯერად ხოფურის, მაზაშის, ნანარის, რცხმელურის, გვიბრალას, ლაღარვაშის, ნაღომარის, ყვედრეშის, წიფლაკაკაიასა და ლამანაშურის სოფლების მცხოვრებლებს სტუმრობდა. გოჩა ენუქიძემ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ 4 პუნქტიანი გეგმა გააცნო. განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები, მათ შორის დასაქმების კუთხით. „მე ხალხის სამსახურში ვიდგები. ყველა თქვენთაგანის სატკივარს გავიზიარებ, რომ შევძლო საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. მთას დახმარება სჭირდება. ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ აქ, ლენტეხში, ბავშვებისა და ახალგაზრდების ხმაური, სიცოცხლე ჩქეფდეს, ყველა სახლამდე და ეზომდე იყოს მოწესრიგებული გზა და მოიხსნას ყველგან წყლის პრობლემა. შეიქმნას დასაქმების ადგილები წვრილი და საშუალო ბიზნესის ხარჯზე. უნდა ავითვისოთ მიწა და მოვიყვანოთ მოსავალი, გაიხსნას სასტუმროები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ტურიზმისათავის. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. მადლობა ასეთი თანადგომისთვის“,- მიმართა გოჩა ენუქიძემ ლენტეხის ამომრჩეველს.
(NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)