|
2016-09-06 11:59:47, 805 ნახვა
პოლიტიკა
LIBE საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე განცხადებას ავრცელებს
ევროპარლამენტი სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოსა და კოსოვოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ გამართული კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს და კოსოვოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლების მინიჭების გეგმებს მხარი დაუჭირა. კომიტეტმა სავიზო რეჟიმის გაუქმებას კოსოვოსთვის 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა, საქართველოსთვის კი - 44 ხმით 5-ის წინააღმდეგ. განცხადების ტანახმად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის დიალოგი 2012 წელს დაიწყო, 2015 წლის ბოლოსთვის კი, ევროკომისიამ დაასკვნა, რომ ქვეყანამ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ამასთან, აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე მომხსენებელს, მარია გაბრიელს სჯერა, რომ სავიზო რეჟიმი გაუქმება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გააქტიურებისა და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისთვის, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების თემებზე. გაბრიელი აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, საჭიროა მეტი ძალისხმევა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიის თავისუფლება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, არჩევნების სამართლიანობა, ასევე ქალებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობის გაზრდა. ევროპარლამენტის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირის საბჭოსთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივაზე, შეთანხმების პირველივე მოსმენით მიღწევის მიზნით, ასევე მოლაპარაკებებში მონაწილე ჯგუფის შემადგენლობა დაამტკიცა. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო საკანონმდებლო ცვლილებებს დაამტკიცებს, ბიომეტრული პასპორტების მქონე ქართველები ევროკავშირში ვიზის გარეშე, 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში, 90 დღით ყოფნას შეძლებენ.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)