|
2016-09-05 14:45:16, 759 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გოგუაძე: „თავისუფალი დემოკრატები“ ერთ ადამიანს არ ვემსახურებით და ივანიშვილმა ეს ვერ გვაპატია
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ნინო გოგუაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი გამოსვლით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „კაბელების საქმეზე“ დაკავებული ადამიანები, ციხეში მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო სხედან. „ბატონმა ბიძინამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე „თავისუფალი დემოკრატების“ შეფასებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ პრინციპებისა და ღირებულებების პარტია ვართ და „თავისუფალი დემოკრატები“ ვემსახურებით საკუთარ პრინციპებს, ღირებულებათა სამართლებრივ დემოკრატიულ სახელმწიფოს და არა, თუნდაც ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანს. ივანიშვილმა სწორედ ეს ვერ აპატია „თავისუფალ დემოკრატებს“. გარდა ამისა, ივანიშვილი კაბელების თემასა და იმ ადამიანებს შეეხო, რომლებიც დღეს სწორედ პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს ადამიანები პატიმრობაში მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო არიან. სრულიად გამჭირვალე სასამართლო პროცესის, ავტორიტეტული არასამთავრობოების ობიექტური და სახალხო დამცველის მიუკერძოებელი დასკვნის მიუხედავად, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანები ციხეში კანონისა და კონსტიტუციის დარღვევით სხედან, ივანიშვილი ისევ ლაპარაკობს ამ ადამიანების ბრალეულობაზე“, - განუცხადა გოგუაძემ „ექსპრესნიუსს“. შეგახსენებთ, რომ დღეს მედიასთან შეხვედრის დროს „თავისუფალ დემოკრატებზეც“ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია უამრავ ტყულს ამბობს და საზოგადოებამ მასა და მის გუნდს ხმა არ უნდა მისცეს“.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)