|
2016-09-05 13:48:05, 704 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ალასანიას და ბოკერიას რიტორიკა თანხვედრაშია
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში მედიის წარმოამდგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ერთ კაცზე მორგებული პარტიაა. ივანიშვილის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია უამრავ ტყულს ამბობს და საზოგადოებამ მასა და მის გუნდს ხმა არ უნდა მისცეს. „„თავისუფალი დემოკრატებმა“ საკუთარი სახე ბოლო წლების განმავლობაში არც თუ ისე კარგად აჩვენეს. ისინი კოალიციის შემადგენლობაშ იყვნენ და გახსოვთ, გაერთიანება როგორ დატოვეს. მათ წასვლის მიზეზიც გაამხილეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური მიმართულება შეცვალა. რამდენიმე კვირის შემდგომ კი, ლამის ბოდიშების მოხდა დაიწყეს, რომ თურმე ეს არ ქონიათ მხედველობაში. ირაკლი ალასანია დღესაც ამბობ, რომ „კაბელების საქმეზე“ დაკავებული პიროვნებები ივანიშვილი პირადი პატიმრები არიან. თავდაცვის სამინისტროზე უამრავი განცხადება გავაკეთე პრემიერობის დროსაც და ვამბობდი, რომ იქ ხალხი იწამლებოდა, უამრავი ტენდერი ტარდებოდა და ყველანაირად ვცდილობდი ალასანიას ეს პრობლემები მოეგვარებინა. შემდეგ ალასანია იმასაც ამბობდა, რომ ივანიშვილი „კაბელების საქმის“ მოსამართლეზე ზეწოლას ახორციელებს და მას უცხოეთში თავშესაფრის მოთხოვნა სურს. ამის შემდეგ, გამოდის მოსამართლე და ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია. კოალიციიდან გამოსული ახალი კაცი ამბობს, რომ პროკურატურა არის პოლიტიზირებულიო. შეგასენებთ, რომ ამ პროკურატურის ფორმირებაში მანაც მიიღო მონაწილეობა. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ უამრავი ტყუილი თქვეს და ამ სიცრუის აჟიტირება მოახდინეს. ალასანიას რიტორიკა ბოკერიას რიტორიკასთან მოდის თანხვედრაში. იგივე ის თემა, რომ „რუსთავი 2“ თავისუფალი მედიის ბოლო პლაცდარმია საქართველოში და ა.შ. ზოგადად, რაც „თავისუფალ დემოკრატებს“ ჭირთ - მთელი გუნდი საკუთარ ლიდერს განუდგა. ალასანია თავდაცვის მინისტრობისას აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარედ აპირებს დაბრუნებას, ხოლო მისი გუნდის წევრები ალასანიას მიყვებიან. მთლიანად „თავისუფალი დემოკრატები“ ერთ კაცზე არიან მორგებულები. ასეთ გუნდს საზოგადოებამ ხმა არ უნდა მისცცენ“, - განაცხადა ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და ამჯერად, გურიის რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)