|
2016-09-05 12:21:33, 734 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" ნამდვილი სახე რომ გვიან გამოჩნდა, ამაში როლი მიმიძღვის
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თავადაც გრძნობს პასუხისმგებლობას იმაში, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნამდვილი გვიან გამოჩნდა. ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში განაცხადა, სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და გურიის რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს. ივანიშვილის თქმით, ვარდების რევოლუციის დროს განვითარებული მოვლენები, მასაც ისევე ახარებდა, როგორც მთელ საქართველოს. ექს პრემიერი აღნიშნულს მის პოლიტიკურ გამოუცდელობას აბრალებს: "პოლიტიკურად კარგი გამოცდილება არ მქონდა, ზედმეტად ემოციური ვიყავი და კარგად მახსოვს იმ რევოლუციის დროს საფრანგეთში ვცხოვრობდი მაშინ, სამი ტელევიზორი მქონდა დადგმული და ვუყურებდი პროცესს, როგორ შევიდნენ პარლამენტში და ა.შ. ვფიქრობ, არაადეკვატური რეაქცია მქონდა მაშინ, ზედმეტად ემოციური ვიყავი, ზედმეტად გამიხარდა და ამ გზით მოსვლაც მივიღე როგორც მიიღო მთელმა საზოგადოებამ. ორ წელიწადნახევრის განმავლობაში მე რეალურად მთელ ხელისუფლებას ვაფინანსებდი, რასაც ვმალავდით და კარგად ვფუთავდით. პირდაპირი მნიშვნელობით მე სააკაშვილს არაფერში დავხმარებივარ და მაგას ვერც გაბედავდა, რომ პირადი რამე ეთხოვა.ჩემი აზრით, ჩემმა პოზიციამ მათი გამოაშკარავების პროცესი გაახანგრძლივა. ბევრი მქონდა ურთიერთობა სააკაშვილთან. სააკაშვილს მეტ კონსულტაციებს ვაძლევდი და მეტსაც ვეხმარებოდი. ქვების სროლით მოვდინენ, ჩემი მოუმზადებლობის და არ გაცნობიერების ბრალიც იყო ის, რომ ვცდილობდი, ისეთები ყოფილიყვნენ, როგორის სურვილიც ჩვენ გვქონდა. ამ მხრივ, მე როლი მიმიძღვის, რომ მათი სახე გვიან გამოჩნდა",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)