|
2016-09-05 11:32:44, 587 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ოთარ დანელიას სწორი მენეჯმენტის შედეგად სერიოზული შედეგია მიღწეული
„ოთარ დანელიას სწორი მენეჯმენტის შედეგად სერიოზული შედეგია მიღწეული“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა. პრემიერ-მინისტრმა ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის დარგი მნიშვნელოვანი დარგია ეკონომიკური თვალსაზრისით. კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია ევროპასთან საკანონდებლო სივრცის ჰარმონიზაციის კუთხით და ოთარ დანელიას პარლამენტში ყოფნა ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. „ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია იყო, რომელიც ასახავს ჩვენი მთავრობის მიდგომას ამ დარგის მიმართ. ეს დარგი გახლავთ, ერთის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ხოლო, მეორეს მხრივ, მას ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა აქვს, რადგან ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ამიტომ, ყველა ეს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობას - მცირემიწიან ფერმერთა დახმარება საგაზაფხულო სამუშაოებში, შეღავათიანი აგროკრედიტი, კოოპერატივების დახმარების პროგრამა, მევენახეობა-მეღვინეობის წახალისების პროგრამა, გადამამუშავებელი და მეორადი დამატებითი ღირებულების შექმნის კუთხით საწარმოების და შემნახველი მეურნეობების დახმარება და ა.შ, თვისობრივად ცვლის ქვეყანაში ლანდშაფტს სოფლის მეურნეობის მიმართულებით; ეს არის ახალი სამუშაო ადგილები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)