23:33 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 10:05:53, 1590 ნახვა

სამართალი
პაატა სალია "რუსთავი2"-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის ავთენტურობას არ ადასტურებს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია "რუსთავი2"-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის ავთენტურობას არ ადასტურებს.  მისი თქმით, დოკუმენტი ყალბია.

"ქიბარ ხალვაში ცალსახად გამორიცხავს და კატეგორიულად უარყოფს მსგავსი შეთანხმების არსებობას ირაკლი ოქრუაშვილთან და რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერას. ის, რაც იყო "რუსთავი 2"-ის ეთერით ნაჩვენები, არის ყალბი დოკუმენტი,"-ამბობს პაატა სალია.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მოიპოვეს სკანდალური დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში "რუსთავი2" არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს. 

დოკუმენტის შინაარსს, თავად ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს. იგი ამბობს, რომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს არასდროს არ ეკუთვნოდა. ოქრუაშვილის თქმით, სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე ის ხალვაშთან სასამართლო დავის დაწყებასაც გეგმავს. 

"რუსთავი 2"-ის ადვოკატებს  დოკუმენტი უზენაეს სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მიაქვთ. მათი მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე  ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავა აბსურდული ხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics