11:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-03 16:34:15, 1476 ნახვა

სამართალი
დემურ სტურუას ბიცოლა: დემურის დედას საქმის ერთ-ერთი მოწმე თავს დაესხა

დემურ სტურუას ბიცოლამ დარიკო ჯაშმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დემურის დედას საქმის ერთ-ერთი მოწმე მიუვარდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„ის ვინც დემურ სტურუას დედას ნონა ჯოჯუას თავს დაესხა პროკურატურაში ყავდათ დაბარებული და დემურის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე იყო. მან გვითხრა, რომ ჩემთან პოლიციელი სერგო მოვიდა და მითხრა, რომ იქნება ნონა როგორმე გააჩუმეთო. ამის თაობაზე ნონას მოუვარდა და სცემა, ხოლო ბავშვს ახრჩობდა. ეს პიროვნება ამწუთას პროკურატურაში გადაიყვანეს“, - განაცხადა დარიკო ჯაშმა.

ამ თემასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს.

„გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება გავრცელებუბლ ინფორმაციას, რომ პოლიციელებმა ნონა ჯოჯუაზე თავდასხმელი დააშინეს, მსგავს ფაქტს არ ვადასტურებთ. პირად თემასთან დაკავშირებით მოუვიდათ კონფლიქტი“, - განაცხადეს შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics