|
2016-09-02 15:12:38, 790 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა თევდორაძე: აუდიტის დასკვნა „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გოჩა თევდორაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აუდიტის სამსახურის მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ორმა პიროვნებამ პარტიას 40 000 და 51 600 ლარი შესწირეს, ხოლო აუდიტის სამსახურმა ეს ორი ადამიანი ერთ პიროვნებად წარმოაჩინა. „აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა. აუდიტის სამსახური, როდესაც მსგავს დოკუმენტებს ასაჯაროვებს და ამის შესახებ თავად არ გვაქვს ინფორმაცია, ცხადია, რომ ჩვენს მიმართ დამოკიდებულება ტენდენციურია. ორმა პიროვნებიდან, რომლებიც უბრალოდ, ნათესავები და ერთი ოჯახის წევრები არიან, ერთმა 40 000 ლარი და მეორე 51 600 ლარი შემოწირეს პარტიას. მათ ამის კანიერი უფლება ქონდათ, რადგან ერთ ფიზიკურ პირს წელიწადში პარტიისთვის 60 000 ლარის შემოწირვა შუძლია. აუდიტის სამსაურმა ეს ორი პიროვნება ერთ შემომწირველად წარმოაჩინა და 91 600 ლარი გამოვიდა და „პატრიოტთა ალიანსს“ ორმაგი თანხით აჯარიმებენ. ამ ყყველაფერს სასამართლო გაარკვევს და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩვენი სიმართლე დამტკიცდება“, - განაცხადა თევდორაძემ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური პატრიოტთა ალიანსის 183 200 ლარით დაჯარიმებას ითხოვს. როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ათნიშნული, „ალიანსმა“ სამი პირისგან 183 200 ლარიანი შემოწირულობა მიიღო, რის შედეგადაც კანონი დაირღვა. როგორც ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განუცხადა, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულობების საერთო რაოდენობა წელიწადში 60 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)