|
2016-09-02 13:21:24, 615 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნების" გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთელ სპორტსმენებს და მწვრთნელებს შეხვდა. „თქვენ პასიურ ცხოვრებას და უიმედობას ხელი გადაუწიეთ; არაერთი მოწინააღმდეგე დადეთ ბეჭებზე. სპორტი ყველასათვის უფრო მეტად უნდა გახდეს ხელმისაწვდომი და მაგალითის მიცემა თქვენ შეგიძლიათ“ - მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთელ სპორტსმენებს. „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სპორტის სფეროში საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, სპორტსმენების მოტივირება და მაქსიმალური მხარდაჭერა. შეხვედრას ასევე დაესწრო კალათბურთში არჩილ თალაკვაძის პირველი მწვრთნელი გურამ ლომაძე, რომელმაც კანდიდატს გამარჯვება, კარიერული წინსვლა და წარმატებები უსურვა. ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი კი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების შუხუთისა და მამათის ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადად ისაუბრეს 4 წლის მანძილზე განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც რეალურად დადებითად აისახა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. მოიწონეს ჯანდაცვისა და საყოველთაო დაზღვევის ახალი სისტემა, აღნიშნეს, რომ სოფლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ისიც აღინიშნა, რომ რეალურად გრძნობენ დემოკრატიის ხარისხის ზრდას. მათ საშუალება აქვთ თავისუფლად გააკეთონ არჩევანი. იმისათვის რომ დაწყებული კურსი უცვლელი დარჩეს და დაგეგმილი პროექტები წარმატებით განხორციელდეს მომავალ არჩევნებში თემურ ჭკუასელს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს. (NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)