|
2016-09-02 11:23:16, 1015 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: ჩემს საარჩევნო შტაბზე თავდასხმა, ხელისუფლების ხელწერაა
გუშნ გვიან ღამით, აბაშიძის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისზე თავდასხმა მოხდა. კერძოდ, უცნობმა პირებმა ოფისის მინები ჩაამსხვრიეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ელენე ხოშტარიამ განუცხადა, თთავდასხმას მმართველი გუნდის ხელწერას ემთხვევა და მსგავსი ფაქტები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს. „აბაშიძის ქუჩაზე, ჩემი საარჩევნო შტაბის ოფისზე, გუშინ გვიან ღამით თავდასხმა მოხდა. ცხადია, ეს არის ხელისუფლების ხელწერა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციურ პარტიას თავს ესხმიან. სამწუხაროა, რომ 4 წლის განმავლობაში ძალადობრივი მეთოდების გარდა, ამ ხელისუფლების ვერაფერი ისწავლა. თუმცა, ეს მათ სისუსტეზე მკაფიოდ მიანიშნებს - მმართველ გუნდს უჭირს კონკურენციაში შემოსვლა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. ხელისუფლებას უჭირს, რომ ეკონომიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე და სხვადასხვა საკითხებზე გვეკამათონ. მმართველი გუნდი ვერ ხვდება, რომ ეს პროცესები ქვეყნის წინსვლასა და დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ, მსგავსი ტიპის პოლიტიკური ქმედებები და ასეთი ტიპის მთავრობა წარსულს ჩაბარდება“, - განაცხადა ხოშტარიამ. „ექსპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქმე 187-ე მულის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. „ადგილზე იმყოფებიან სამაართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას ითვალისწინებს“, - განაცხადეს შსს-ში.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)