|
2016-09-02 09:56:19, 598 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალზე, სადაც განხილვის ერთ-ერთი საკითხი რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგონრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქ.პოტსდამში ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის მოწვევით გაიმართა. არაფორმალური მინისტერიალის მონაწილეებმა ეუთო-ს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ასევე შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მიმართვაში ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს როგორიც არის თავისუფალი გადაადგილება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, საკუთრების უფლების ხელყოფა და ა.შ. თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების შესახებ და აღნიშნა ნდობის აღდგენის პროცესში ეუთო-ს და საერთაშორისო ინსტიტუტების აქტიური როლის მნიშვნელობა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესზე და ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ამ პროცესში ეუთო-ს ცალკეული ინსტიტუტების აქტიურ ჩართულობას. ეუთო-ს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ორგანიზაციის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)