|
2016-09-01 13:53:42, 826 ნახვა
საზოგადოება
ლოკომოტივის საფეხბურთო აკადემიამ მოზარდების მიღება განაახლა
„ლოკომოტივის აკადემიამ“ აღსაზრდელების მიღება დაიწყო. კლუბს ორი საწვრთნელი ბაზა გააჩნია ხელოვნურ და ბუნებრივსაფარიანი მოედნებით და სათანადოდ აღჭურვილი ინფრასტრუქტურით, ასაკობრივი სამწვრთნელო პროგრამებით. ვარჯიშებს გამოცდილი სპეციალისტები უძღვებიან, მათ შორის ცალკე მწვრთნელია გამოყოფილი მეკარის მოსამზადებლად. კლუბს ემსახურება ექიმი, რომელიც ესწრება ვარჯიშებს და ამოწმებს მოზარდების ფიზიკურ მდგომარებას. „ლოკომოტივის“ სამწვრთნელო ბაზა საგურამოში მდებარეობს, სადაც წვრთნებს 2003, 2004, 2005 და 2006 წლებში დაბადებულ ფეხბურთელები გადიან. თბილისიდან ტრანსპორტირებას თავად კლუბი უზრუნველყოფს. რაც შეეხება 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით დაბადებულ მოზარდებს, ისინი თბილისში, ვერის ბაღში მდებარე მოედანზე ივარჯიშებენ“, - აცხადებენ კლუბში. აკადემიაში ამჟამად მიმდინარეობს 2003 წლიდან 2010 წლის ჩათვლით დაბადებული მოზარდების მიღება. მსურველებს შეუძლია გაიარონ რეგისტრაცია საიტზე: http://fcloco.ge ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდნენ კლუბს: 577671133; 551531010
(R)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)