|
2016-09-01 12:43:47, 2337 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ ბურჭულაძე-ვაშაძე-ჯაფარიძის გაერთიანებაა
„ქართულ ოცნებას“ საპარლემენტო არჩევნებზე სერიოზული კონკურენტი არ ყავს, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „ჩვენი აჭარის“ ჟურნალისტის კითხვას, თუ ვის მიიჩნევდა ივანიშვილი არჩევნებზე მმართველი გუნდის მთავარ კონკურენტად. „„ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე სერიოზული კონკურენტი არ ყავს. რაოდენ გასაოცარის არ უნდა იყოს, მმართველი გუნდის მთავარ კონკურენტად, მაინც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა იკვეთება - ბურჭულაძის გაერთიანება და მეორე, თავად „ნაციონალური მოძრაობა“. ვფიქრობ, რომ მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ბურჭულაძის გაერთიანებაა. იცით, რომ გიორგი ვაშაძე სააკაშვილის ფავორიტი იყო. ბურჭულაძის განცხადებებიც „ნაციონალურ მოძრაობის“ იდენტური იყო - მიშა მაჭავარიანი და მისი ძმა ულაგებდნენ სტრუქტურას და დღესაც ნახეთ როგორი გაერთიანება მხოდა. ბურჭულაძეზე სულ ვამბობდი, რომ არ იცრუოს-თქო და საბოლოოდ, მივიდა იქ საიდანაც წამოვიდა. ამ მხრივ კითხვა აღარ არსებობს“, - განაცხადა ივანიშვილმა. შეგახსეებთ, რომ დღეიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში მონაწილეობას მრავალჯერადად სტუმრის სტატუსისთ მიიღებს. გადაცემას რეგიონებიდან ნათია თოიძე და მიშა ფეიქრიშვილი წაიყვანენ. პირველი გადაცემა დღეს აჭარიდანაა დაგეგმილი. სატელევიზო პროექტის ფარგლებში ივანიშვილი რეგიონულ მედიას შეხვდება. თუმცა, ცნობილია, რომ მედიის გარდა, კითხვების დასმის საშუალება რიგით მოქალაქეებსაც მიეცემათ.
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)