|
2016-08-31 19:37:52, 763 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - განვითარების პროცესი უნდა გაგრძელდეს
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში, გურამ მაჭარაშვილი ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჰერეთისკარის, საქობოს, მშვიდობიანის, ვარდისუბნის, თამარიანის და ჭიაურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმა გააცნო. მაჭარაშვილის თქმით, განვითარების პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია 8 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფ ტემპში გაგრძელდეს. „მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული, სოციალური და სოფლის მეურნეობის მიმართულობით არაერთი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. განვითარების პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს; იგება გზები, სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, ბოლო დროს მუნიციპალიტეტში არსებულ არაერთ საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს სოფლის მეურნეობის და ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებით. ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ყვარელისა და ლაგოდეხის განვითარება კიდევ უფრო ფართო მასშტაბებითაა შესაძლებელი, რაც თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება - განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას გურამ მაჭარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)