|
2016-08-31 18:13:05, 813 ნახვა
საზოგადოება
მერიაში გამწვანების თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
თბილისის მერიაში გამწვანების თემაზე მერიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დარგის სპეციალისტებს შორის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს შეხვედრის მთავარი განსახილველი თემაა თბილისის გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების განვითარებისა და შენარჩუნების საკითხები, ასევე ახალი გამწვანებული ტერიტორიების მოწყობის, მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირების მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტის შემუშავება. მხარეები მსჯელობენ ასევე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავების შესახებ. რაც შეეხება „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლების შეხვედრაზე დასწრებას, შეხვედრაზე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან დაშვებული იყო თითო წარმომადგენელი, თუმცა „პარტიზანული მებაღეობის“ წევრებმა ხუთი წევრის დაშვება მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. შეხვედრას ესწრებიან გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ძაძამია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გაგოშიძე; გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი, გიორგი ქავთარაძე; ასოციაცია ,,ელკანას’’ წარმომადგენელი მანანა გიგაური; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN-ის წარმომადგენელი მელანო ტყაბლაძე; პროფესიონალთა გაერთიანება ხის მოვლისათვის საქართველოში - დავით სამხარაძე; ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია ,,კრეატოპიას’’ პრეზიდენტი ნინო შენგელია; უსაფრთხო სივრცის ხელმძღვანელი ანა გაბრიაძე; საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი; საკრებულოს დეპუტატები, რატი იონათამიშვილი და სოსო მანჯავიძე; კავშირი ,,მწვანე სარტყელის’’ დირექტორი გოჩა ამირეჯიბი, ორგანიზაცია ,,ჩემი ქალაქის’’ დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის პროფესორი ილია ფალავანდიშვილი. თბილისის მერი, დავით ნარმანია, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი, იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოფო გიგანი, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის’’ დირექტორი, ლევან ჯღარკავა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)