|
2016-08-31 17:20:55, 1284 ნახვა
საზოგადოება
სამი პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების წინააღმდეგია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ შექმნილ ვებ-გვერდ chemikhma.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სამი პოლიტიკური პარტია, "რესპუბლიკური პარტია", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "გირჩი" სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების წინააღმდეგნი არიან. ამავე კითხვარის მიხედვით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას მხარს უჭერს "ეროვნული ფორუმი", მათი თქმით, უნდა ფინანსდებოდეს მხოლოდ ტრადიციული (მართლმადიდებლური, ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის) რელიგიური გაერთიანებები. მომხრეა "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატების" პოზიციით, დიახ, უნდა ფინანსდებოდეს მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია. მომხრეები არიან ასევე "თავისუფალი დემოკრატები" და "მრეწველები". კითხვაზე, უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით? ეროვნული ფორუმის პოზიციაა- დიახ, ენმ-ის პასუხია – დიახ, თავსიუფალი დემოკრატების პოზიციაა – დიახ, მრეწველების პოზიციაა – დიახ, ბურჯანაძის პოზიციია – დიახ, გირჩის პოზიციაა – არა და რესპუბლიკელების პოზიციაა – არა. ცნობისთვის, Chemikhma.ge „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ შექმნილი ვებგვერდია, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)