|
2016-08-31 17:08:16, 747 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ხშირად მეც ვყოფილვარ აგრესიული რიტორიკის ობიექტი
ხშირად მეც ვყოფილვარ აგრესიული რიტორიკის ობიექტი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში განუცხადა. სტუდენტის თქმით, არ იცის პოლიტიკური პარტიების პროგრამები და შეთავაზება, ვინაიდან ტელევიზორიდან მხოლოდ დაპირისპირება და აგრესიული რიტორიკა ესმის. “ამაზე პასუხი მარტივია. არ უნდა გაატაროთ ეს თქვენში. იგნორირება უნდა მოახდინოთ. პოზიტიური მხარე ბევრია, რომელიც მჭახე აგრესიულ რიტორიკაში აღარ ისმის. თქვენ რასაც მიაქცევთ ყურადღებას, ის იქნება მნიშვნელოვანი. ბოღმას, ერთმანეთის ლანძღვას თუ მიაქცევთ ყურადღებას, ის იარსებებს. თუ არ მიაქცევთ ყურადღებას, აღარ იარსებებს და ნელ-ნელა განელდება. პოლიტიკოსებიც ნელ-ნელა იმას გააკეთებენ, რაც საზოგადოებას მოსწონს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მხარდაჭერილია საზოგადოების მიერ“,-განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ აგრესია და დაპირისპირება არათავისუფალი აზროვნების შედეგია. პრეზიდენტმა მაგალითებიც მოიყვანა, რომელიც განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემას გამოხატავს და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის მიღება ქართული იდენტობის, ქართული კულტურის ნაწილია.
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)