|
2016-08-31 15:14:16, 1335 ნახვა
სამართალი
უმაღლესი საბჭო საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ცემის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს
უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება. საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო, გმობს ამ ფაქტს და შეახსენებს საზოგადოებას, რომ მოსამართლის უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების არსებობა და სამართლის უზენაესობის პრინციპის ცხოვრებაში გატარება. "2016 წლის 26 აგვისტოს, გონიოში, საზოგადოებრივი თავშყრის ადგილზე, თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს. თავდასხმა უკავშირდებოდა მოსამართლის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. აღნიშულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო, გმობს ამ ფაქტს და შეახსენებს საზოგადოებას, რომ მოსამართლის უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების არსებობა და სამართლის უზენაესობის პრინციპის ცხოვრებაში გატარება. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მოსამართლის წინააღმდეგ განხორციელებული ანგარიშსწორების ფაქტი წარმოადგენს არა მარტო ინდივიდუალური მოსამართლის უფლებების უხეშ დარღვევას, არამედ, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, საკუთრივ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ფუძემდებლურ პრინციპზე თავდასხმას. იგი განუზომელ ზიანს აყენებს მთელ სასამართლო სისტემას, მის პრესტიჟს, ავტორიტეტს და მისდამი ხალხის ნდობას. მოსამართლის მიერ სამოსამართლო ფუნქციების ჯეროვნად განხორციელება დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შიდა თუ გარეშე ზეწოლის, მუქარისა თუ ანგარიშწორების შიშის გარეშე უმნიშვნელოვანესი საჯარო ინტერესია, რომლის დაცვა სახელმწიფოს ევალება, მაგრამ რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია მთელი საზოგადოების ძალისხმევისა და შეგნებული პასუხისმგებლობის გარეშე. სამართალწარმოების შედეგით უკმაყოფილო მხარეს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ხელთ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგების კანონიერებისა და სამართლიანობის გადასინჯვის პროცესუალური შესაძლებლობანი სააპელაციო და საკასაციო გასაჩივრების მეშვეობით. მოსამართლის ცალკეული ქმედებისა თუ საქციელის გაპროტესტება შესაძლებელია დისციპლინური მექანიზმების გამოყენებით; დამატებით, საქართველოს იურისდიქციაში მყოფ ნებისმიერ პირს, უფლება აქვს თავისი დარღვეულად ნაგულვები უფლებების გამო საკითხი აღძრას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე. ყველას მოვუწოდებთ, თავიანთი უფლებების დასაცავად გამოიყენონ არსებული კანონიერი პროცესუალური საშუალებები, თავი შეიკავონ მოსამართლეებზე ზეწოლისა და ძალადობისაგან ხელი არ შეუწყონ დემოკრატიისათვის ეგზომ საშიში ტენდენციების ჩამოყალიბებას",-ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმედოვნებს, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები დროულად და ეფექტიანად გამოიძიებენ ხსენებულ ინციდენტს და გაატარებენ შესატყვის ღონისძიებებს მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის. ამასთან, საბჭო მოუწოდებს მედიას, არასამთავრობო სექტორს, სახელმწიფოს, თუ სხვა დაინტერესებულ ინსტიტუციებს, თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყონ სასამართლოს როლისა და ფუნქციების სწორად აღქმას საზოგადოებაში, რომელსაც დემოკრატიული ცხოვრების გზა აქვს არჩეული.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)