|
2016-08-31 14:17:16, 700 ნახვა
პოლიტიკა
ალიევი: საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები დამყარებულია ისტორიაზე და ძმობაზე
ჩვენ გვაერთიანებს პროექტები ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში, რომლებიც წარმატებით ხორციელდება და სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნებისთვის და ხალხისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელსაც პირისპირ შეხვედრაზე, "ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურ დიალოგს ყველა მიმართულებით აწარმოებენ, მათ შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროშიც. "ჩვენი ურთიერთობები დამყარებულია ისტორიაზე, ძმობაზე, კეთილმეზობლობაზე. დღეს ჩვენ ყველა მიმართულებით ვაწარმოებთ აქტიურ დიალოგს - პოლიტიკურ, ეკონომიკურ სფეროში. ჩვენ გვაერთიანებს პროექტები ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში. ეს პროექტები წარმატებით ხორციელდება, სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნებისთვის და ხალხისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი გააღრმავებს ჩვენს კავშირებს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ გაერთიანებული ვართ ისტორიით, გეოგრაფიით, ინტერესების თანხვედრით. ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტების რეალიზაციაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში", - განაცხადა ილჰამ ალიევმა. გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. "ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებას, რომლებიც ჭეშმარიტად სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ გვაკავშირებს მეგობრობა, რეგიონალური, გლობალური პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხების კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და სამომავლოდ, ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოიგებს თუ არა კვარაცხელია ოქროს ბურთს? | მოლოდინები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)