|
2016-08-31 13:34:43, 597 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი: “ქართული ოცნება” ერთადერთი უალტერნატივო ძალაა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა გაიმართა იოსებიძის, პეკინის, ბახტრიონის ქუჩის მოსახლეობასთან. ლევან გოგიჩაიშვილი ასევე გაესაუბრა ბუკიას ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს “ქართული ოცნების” სამომავლო გეგმები და ხედვები გააცნო. “ ჩვენ გვაქვს ქვეყნის მართვის ის გამოცდილება, რომელიც რეალურ (და არა - პოპულისტურ და ვირტუალურ) პოზიტიურ შედეგებში არის ასახული. ამას საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად აღიარებენ. არაკოალიციური და ძირითადად ძალადობრივი რეჟიმის შეცვლაზე ორიენტირებული მრავალპარტიული გაერთიანება, როგორც ეს იყო 2012 წელს, არამედ უკვე ერთი ხედვით გაერთიანებული პრაგმატული პროფესიონალების განახლებული “ქართული ოცნება” შეძლებს მეტი წარმატების მიღწევას ბევრად მოკლე დროში. რადგან მართვის რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ კიდე უფრო ზუსტად დაგვანახა, რა სჭირდება ხალხს და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, ოთხი წლის თავზე ჩვენ ყველა ერთად მივიღებთ ბევრად ძლიერ საქართველოს“, - განახცადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. ლევან გოგიჩაიშვილმა საერთაშორისო ურთიერთობებზეც ისაუბრა: „რეალურად, დღეს ჩვენი კავშირები ბევრად უფრო მყარია ჩვენს პარტნიორებთან, დღეს საქართველოს ბევრად უფრო ენდობიან, ვიდრე ოდესმე. რეალურად გაჩნდა რწმენა საერთაშორისო არენაზე - საქართველოს შეუძლია იყოს დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანა, თავისუფალი წინა რეჟიმის მანკიერი ძალადობრივი პრაქტიკისგან. ჩვენი შემდეგი მმართველობა ორიენტირებული იქნება დაიცვას მოპოვებული თავისუფლება და უზრუნველყოს სწრაფი განვითარება“, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)