|
2016-08-31 13:27:58, 607 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. ამჯერად იგი სოფლების - აღმამედლოსა და ულაშლოს უხუცესებს შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს საკუთარი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ასევე ისაუბრა დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. როგორც რუსლან გაჯიევმა განაცხადა, იგი საკუთარ ხმას მიაწვდის შესაბამის უწყებებს და პირადად ჩაერთვება საკითხების გადაწყვეტაში. ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი. იგი სოფელ ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის ყურადღება ჯანდაცვის პროგრამაზე გაამახვილა. „ადამიანებისთვის ავადმყოფობა განაჩენი აღარ არის, უსახსრობის გამო მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ჯანმრთელობის პრობლემების არსებობისას სახლ-კარის გაყიდვა, სესხის აღება და საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენა აღარ უწევთ. გაუმჯობესდა სოციალური დაცვის პაკეტი, მნიშვნელოვნად გაიზარდა ყველა კატეგორიის პენსია, სახელმწიფო ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე. ადამიანისა და მისი ღირსების დაცვა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა , თვისუფალი ბიზნესი, გამოხატვის თავისუფლება- ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია. სახელმწიფომ სოფელი მთავარ საზრუნავად აქცია და ხმამაღლა განაცხადა , რომ ძლიერი ქვეყანა ძლიერი სოფლიდან იწყება. სოფლის დასახმარებლად მრავალი პროექტი განხორციელდა, მთავრობამ ამ მიმართულებით 1 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა", - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს „ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. (NS)
მოიგებს თუ არა კვარაცხელია ოქროს ბურთს? | მოლოდინები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)