|
2016-08-30 21:21:42, 776 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 31 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს დელეგაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ კოლეგასთან, არტურ რასიზადესთან, როგორც პირისპირ, ისე - გაფართოებულ ფორმატში. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური გვირგვინით შეამკობს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავსა და მარადიული ცეცხლის მემორიალს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)