|
2016-08-30 14:39:11, 754 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ჭკუასელი ამომრჩევლებს შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურსა და ლანჩხუთში თემურ ჭკუასელი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, შუა და ზემო სურების მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე სოფლისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ საჭიროა სოციალური პროექტების დაჩქარება და უფრო მეტად ხელმისაწვდომობა. მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა, რომ უკვე აქვთ ამბულატორია, დაგეგმილია გზის მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ ნიშვნელოვანია მაღალმთიანი სოფლებისთვის. თემურ ჭკუასელმა გამარჯვების შემთხვევაში მათ მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა. აღნიშნა, რომ „აუცილებელია სოფლის მოსახლეობისთვის შეღავათების დაწესება, აუცილებელია წახალისდეს ადგილობრივი ახალგაზრდობა რომ მათ არ მიატოვონ მშობლიური კუთხე, ამისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტია სოფლის დახმარების პროგრამა და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები მალევე დაიწყოს და მალევე დასრულდეს რომ ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე იწვნიოს კეთილდღეობა." მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურსა და ლანჩხუთში თემურ ჭკუასელი მოსახლეობას ყველა სასიკეთო წამოწყებაში მათ გვერდით დგომას და და ყველა პრობლემის ადრესატამდე მიტანას დაპირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)