|
2016-08-30 12:49:13, 1111 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: ამომრჩევლები დებილები არიან
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას საპარლამენტო არჩევნების წინ ქართველი ამომრჩევლის ქცევას აფასებს და აცხადებს, რომ ხალხს მმართველი გუნდის დაპირებები უნდა აინტერესებდეს და არა 2-3 კაციანი პარტიების პროგრამები. „ჩვენმა ელექტორატმა უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკური პარტიების დაპირებები და მათი შესრულება. პოლიტიკური სუბიექტი დაპირებას შეასრულოს თუ უმრავლესობით მოვა და შეძლებს ჩანაფიქრი რეალურად განახორციელოს. ივანიშვილი 4 წლის წინ ამბობდა, რომ მას 60% ჭირდებოდა, რათა პარლამენტში უმრავლესობა ყოლოდა, მთავრობა შეექმნა და დაპირებები შეესრულებინა. რა ბერკეტი აქვს იგივე პაატა ბურჭულაძის 7%-იან პარტიას, რომ პარლამენტში მოხვედრისას დაპირებები შეასრულოს - არანაირი. პარტიას 40% მაინც უნდა ქონდეს, რომ პარლამენტში სოლიდური ფრაქციით შევიდეს. მმართველი პარტია, სავარაუდოდ, უმრავლესობით მოვა. 4-5 კაცს რომ გაიყვან პარლამენტში იქ დაპირება როგორ უნდა შეასრულო? ჩვენთან ევროპული, მხოლოდ რიტორიკაა და სხვა არაფერი“, - აცხადებს ცინცაძე. მისივე თქმით, ამომრჩევლები პოლიტიკურ გამომძალველებად იქცნენ. „ჩვენი ამომრჩევლები დეგენერატები და დებილები არიან. არ შეიძლება, ერთ არჩევნებში 80%-ით გამარჯვებულ პარტიას, შემდეგ არჩევნებზე 70%-ით უკან წევდე. ამომრჩევლები უკვე არიან გამომძალველები და ხელისუფლებისგან საჩუქრებს ელიან“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)