19:42 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 10:58:23, 923 ნახვა

პოლიტიკა
ლილუაშვილი: თაყაიშვილის შემდეგ ოცნების ხელისუფლება იქნება პირველი, რომელიც საქართველოს ლონდონის მუზეუმში დაცულ საგანძურს დაუბრუნებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჯრიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინა საარჩევნო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გამართა.

კანდიდატმა შეხვედრებზე დეტალურად მოისმინა ის საკითხები, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, გრიგოლ ლილუაშვილმა ამომრჩეველს ის სამომავლო გეგმები გააცნო რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის განვითარებისთვის აქვს  დაგეგმილი. 

”ქართული ოცნების ხელისუფლება ბიუჯეტის 26% სოციალურ პროექტებზე ხარჯავს, ეს არის ჰუმანური მთავრობის მიერ გადადგმული ჰუმანური ნაბიჯი, რომელიც სამომავლოდაც გაგრძელდება. სწორედ ქართული ოცნება იქნება ის პირველი ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ლონდონის მუზეუმში დაცულ საგანძურს დაუბრუნებს და ვანის მუზეუმში განათავსებს. ხალხზე ორიენტირებული მმართველობით კი შევძლებთ მყარი და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ“ –განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ვანის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics