|
2016-08-29 09:43:09, 621 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. უწყების ინფორმაციით, მღებრიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამი ფედერალური მიწის: საქსოონის, ჰესენის და ბადენ-ვიურტენბერგის შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება. შეხვედრებზე საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის სამივე ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს. ეს გიორგი მღებრიშვილის მეორე სამუშაო ვიზიტია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. პირველი სამუშაო ვიზიტის დროს, რომელიც 2016 წლის მარტსა და აპრილში განხორციელდა, საქართველოს შს მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს და გერმანიის დეფერალური მიწების: ბავარიის, რაინლანდ-პფალცის, ქვემო საქსონიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)