|
2016-08-25 15:33:32, 717 ნახვა
პოლიტიკა
სამნიძე: საარჩევნო ოლქების დაყოფის გადაწყვეტილება იყო ვალდებულება, რომელიც ხელისუფლებამ შეასრულა
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საარჩევნო ოლქების გადანაწილება პირველი ეტაპი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო. სამნიძეს თქმით, კოალიციაში ყოფნისას პარტნიორებთან ერთად შეთანხმდნენ, რომ პირველი ეტაპი იქნებოდა ოლქების გადანაწილება და მხოლოდ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება, ხოლო მეორე ეტაპი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს. როგორც სამნიძე მიიჩნევს, ამომრჩეველთა ხმების თანაბრობის გამო, ოლქების განაწილების გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო. „ეს ამომრჩეველს არ დააბნევს, თუმცა შესაძლოა, პარტიებისთვის გარკვეული გამოწვევა იყოს”, - განაცხადა სამნიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საარჩევნო ოლქების დაყოფასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მათემატიკური რაოდენობით დაყოფას გულისხმობს, სამართლიანი არ არის. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, პარლამენტში საქართველოს ცალკეულ კუთხეებს წარმომადგენლობა ჰყავდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)