|
2016-08-24 13:54:23, 693 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: კარგია, რომ თავდაცვის ახალმა მინისტრმა ჩემი ბრძანება არ გააუქმა
ძალიან კარგია, რომ თავდაცვის სამინისტრომ არ შეცვალა ბრძანება თავდაცვაში გაწვევის შესახებ, ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომელიც მინისტრობის ბოლოს გადავდგი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ხიდაშელის თქმით, პრობლემა შეიქმნა ბევრ სოფელსა და რეგიონში, რადგან პირველი აგვისტოდან გაწვევა დაიწყო. „გაწვევა დაიწყო იმ უწყებებში, რომლებშიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ამ ძალიან მავნე პრაქტიკის მიმდევრები არიან. მოსახლეობის სრულიად სამართლიან და აბსოლუტურად ლეგიტიმურ აღშფოთებაზე, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვიცით - გაწვევა გაუქმდა და ხშირად მათ ეუბნებიან, რომ თინა ხიდაშელმა ტყუილი თქვა, არავითარი გაწვევა არსად არ გაუქმებულა და ყველაფერი ჩვეულებრივად არის”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, გაწვევა გაუქმებულია, თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში. „ამ მთავრობაში მხოლოდ ერთ მინისტრს აღმოაჩნდა გონიერება იმისა, რომ ამ ძალიან მავნე პრაქტიკაზე ეთქვა უარი. ეს არის ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანების მონური შრომის გამოყენება. „ქართული ოცნება“, აღმოჩნდა, რომ ამ მავნე, აბსოლუტურად უსარგებლო, არაფრის მომცემი პრაქტიკის მიმდევარია. ისინი ქმედითად დაუპირისპირდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. არავინ არ დარჩა, ვინც თითო სიტყვა არ გამოიმეტა ჩემს საწინააღმდეგოდ და ბუნებრივია, რომ არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც სასჯელაღსრულების დაწესებულებები არ გეგმავენ გაწვევის გაუქმებას. ჩვენ ზუსტად ამიტომ უნდა ვიყოთ პარლამენტში, რომ ასეთი ტიპის მავნე კანონები ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ საქართველოში”, - განაცხადა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)