|
2016-08-24 13:13:13, 613 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე პარტია "ქართული ოცნების" ოზურგეთის პარტიის დამფუძნებლებსა და წევრებს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ს ოზურგეთის პარტიის დამფუძნებლებსა და წევრებს შეხვდა. დისკუსია ადამიანის უფლებების სფეროს, მაკროეკენომიკური სტაბილურობის მაჩვენებლებს, ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს, საგარეოპოლიტიკის პრიორიტეტებს, ოზურგეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმას შეეხო. „ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლებასთან ერთად არაერთი გამარჯვება მოიპოვეთ და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეთ. მე ვიქნები თქვენსგვერდით და გპირდებით, რომ ვიქნები შედეგზე ორიენტირებული,"- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. მან განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას"პრემიერ-მინისტრის სახით ჰყავს ძლიერი ლიდერი და განახლებული გუნდი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს.შეხვედრას ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩიაც ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)