|
2016-08-24 12:50:36, 709 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მარგველაშვილმა მისალოცი წერილი უკრაინის პრეზიდენტს უკვე გაუგზავნა. „თქვენო აღმატებულებავ,მინდა გულითადად მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული - უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. დღევანდელ ღირსშესანიშნავ დღეს, ქართველი ხალხი და პირადად მე გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას უკრაინელი ხალხის მიმართ. თანამედროვე გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში, უკრაინა იცავს და აძლიერებს თავის სახელმწიფოებრიობას. მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო არის და იქნება მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი. მჯერა რომ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე უკრაინელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)