|
2016-08-19 10:54:08, 815 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: თქვენთან მოვედი არა იმისთვის, რომ რამე გთხოვოთ, არამედ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ
"ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სამედიცინო ცენტრ "მედალფა"-ს სამედიცინო პერსონალს შეხვდა. არჩილ თალაკვაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზე, C ჰეპატიტის პროგრამასა და ექიმებისა და ექთნების ინტერესების დაცვაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ექთნების როლზე სამედიცინო მომსახურების პროცესში. "თქვენ ის გმირები ხართ, რომლებიც მშვიდობის დროსაც იბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად, ამიტომაც ჩემთვის თქვენი პროფესია ძალიან ძვირფასია.დღეს თქვენთან მოვედი არა იმისთვის, რომ რამე გთხოვოთ, არამედ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ"- ამ სიტყვებით მიმართა მედიკოსებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. მან საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ „ჯანდაცვის სფეროში ჩადებული ყოველი ლარი, მომავალში ქვეყანას მეტ სარგებელს მოუტანს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეფექტური ჯანდაცვის სისტემა ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრის აუცილებელ პირობად დაასახელა. ამიტომ, თქვენ (მედიკოსები) ემსახურებით არამხოლოდ პაციენტებს, არამედ ქვეყნის ეკონომიკას და მომავალს." ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძე მენეჯმენტის სპეციალისტია, თუმცა სამაგისტრო განათლება მედიცინის სფეროში აქვს მიღებული. ის, 2013 წლიდან პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმას ხელმძღვანელობდა, რომელიც ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დამოუკიდებელი მისიის მიერ წარმატებულად შეფასდა და რომლის ფარგლებშიც პენიტენციურ სისტემაში ჩ ჰეპატიტის პროგრამის დაწყება, ტუბერკულოზის გავრცელების უპრეცედენტო შემცირება, პატიმართა სიკვდილიანობის შემცირება და სუიციდის პრევენციის პროგრამის ინიცირება გახდა შესაძლებელი. (NS)
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)