|
2016-08-18 18:58:32, 799 ნახვა
პოლიტიკა
„მიეცი ხმა, ეს შენი მომავალია! არ თქვა უარი შენს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და პასუხისმგებლობაზე!“
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში, ბაკურიანის სკოლის მონაწილეებს შეხვდა. "მიეცი ხმა, ეს შენი მომავალია, არ თქვა უარი შენს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და პასუხისმგებლობაზე."- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბაკურიანის სკოლის მონაწილეებს. გიორგი მარგველაშვილი პროექტის მეორე და მესამე ეტაპის მიმდინარეობას გაეცნო და ახალგაზრდებს არჩევნებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა, მადლობა გადაუხადა მათ კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის. პრეზიდენტის განცხადებით არჩევნებში მონაწილეობით და საზოგადოების ჩართულობით დემოკრატიის გაჯანსაღება ხდება. "დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს ამომრჩეველთა აქტიურობის გარეშე და მადლობა თქვენ, რომ ეს შეაგრძნობინეთ ამომრჩევლებს, თითოეულმა ამომრჩეველმა, რაოდენ იმედგაცრუებულიც არ უნდა იყოს, თქვენს გამო, საკუთარი შვილების გამო, უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და მივიდეს არჩევნებზე"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა საზაფხულო სკოლის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. „შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის მიზანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. საზაფხულო სკოლა 7 დღის განმავლობაში ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს, კამპანია საქართველოს 10 რეგიონში მიმდინარეობს. "შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში საზაფხულო სკოლების გარდა, საქართველოს ყველა სკოლის უფროსკლასელებისთვის კონკურსიც იმართება, რომელიც 1 სექტემბრამდე ვიდეოების დამზადებას ითვალისწინებს საარჩევნო აქტივობის თემაზე, კონკურსი სამ ეტაპად ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)