|
2015-03-09 11:08:43, 1345 ნახვა
მსოფლიო
ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ბრალი აღიარა
რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ზაურ დადაევს და ანზორ გუბაშევს მოსკოვის სასამართლომ ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ნემცოვის მკვლელობაში ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა ზაურ დადაევმა სასამართლოზე ბრალი აღიარა. გავრცელებული ინფორმაციით, დადაევმა მკვლელობის მოტივად, ბორის ნემცოვის მიერ მუსლიმანობის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები დაასახელა. ეჭვმიტანილის აღიარებით ჩვენებას, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ის პირადად იცნობდა დაკავებულ ზაურ დადაევს, რომელიც რუსეთის ნამდვილი პატრიოტი იყო. „მე პირადად ვიცნობდი ზაურ დადაევს, ის რუსეთის ნამდვილი პატრიოტი იყო. ზაური 46–ე ბრიგადაში მსახურობდა და რუსეთის საწინააღმდეგოდ ნაბიჯსაც არ გადადგამდა“,-ნათქვამია კადიროვის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 27 თებერვალს, საღამოს, კრემლთან ახლოს ხიდზე 6 გასროლით მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)