|
2015-03-09 09:53:13, 1137 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის საგარეო მინისტრი: დიდი შეტევისას, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზრდება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფილიპ ჰამონდის განცხადებით, მინსკში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ძალადობა შემცირდა, თუმცა უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკა არ იცვლება. მისივე განმარტებით, ვლადიმერ პუტინმა საშუალებები შეცვალა, მიზანი კი, იგივე დარჩა. ფილიპ ჰამონდის განცხადებით, თუკი რუსეთი დიდ თავდასხმებს განახორციელებს, ევროკავშირის მიერ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზრდება. "ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული ზრახვები შეცვალა. ახლა მთავარი კითხვაა, თუ რა ინსტრუმენტებს იყენებს პუტინი ამ მიზნების მისაღწევად. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ დიდი შეტევისას, მაგალითად მარიუპოლზე თავდასხმის შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა მნიშვნელოვნად გაზირდება",-განაცხადა ფილიპ ჰამონდმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)