22:23 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 12:38:51, 1094 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

 ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ზაზა ხუციშვილი - „ ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა პარტია.

 „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

„ქართული ოცნების“ რიგებს ფეხბურთელები ლევან კობიაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი, ასევე მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი შეუერთდნენ.

კონკრეტულად პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: 1. გლდანში, მე-20 ოლქში, კობა კობალაძე. 2. გლდანში, 21-ე ოლქში, - ლევან კობიაშვილი. 3. გლდანში, 22-ე ოლქში - ლევან კობერიძე. 4. დიდუბეში, მე-15 ოლქში - ზაზა პაპუაშვილი. 5. დიდუბეში, მე-16 ოლქში - ილია წულაია. 6. ვაკეში, მე-2 ოლქში - ბიძინა გეგიძე. 7. ვაკეში, მე-3 ოლქში - ზაზა ხუციშვილი. 8. ისანში, მე-8 ოლქში - ირაკლი აბუსერიძე. 9. ისანში, მე-9 ოლქში - დავით ჭიჭინაძე. 10. ისანში, მე-10 ოლქში - ბექა ნაცვლიშვილი. 11. კრწანისში, მე-7 ოლქში - ბექა ოდიშარია. 12. მთაწმინდაზე, 1-ელ ოლქში პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.13. ნაძალადევში, მე-17 ოლქში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს სოფო კილაძე იყრის. 14. ნაძალადევში, მე-18 ოლქში - მიხეილ ყაველაშვილი. 15. ნაძალადევში, მე-19 ოლქში - ზაზა გაბუნია. 16. საბურთალოზე, მე-4 ოლქში - მამუკა მდინარაძე. 17. საბურთალოზე, მე-5 ოლქში - ნინო გოგუაძე. 18. საბურთალოზე, მე-6 ოლქში - ლევან გოგიჩაიშვილი. 19. სამგორში, მე-11 ოლქში - გიორგი მოსიძე. 20. სამგორში, მე-12 ოლქში - მარიამ ჯაში. 21. სამგორში, მე-13 ოლქში - შოთა ხაბარელი. 22. ჩუღურეთში, მე-14 ოლქში კი გია ვოლსკი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics