13:20 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 21:36:01, 871 ნახვა

პოლიტიკა
„ერმანეთის განსხვავებული აზრის შეგუებით შეიძლება საზოგადოების დამშვიდება და ქვეყანაში პროგრესის უზრუნველყოფა“

"ერმანეთის განსხვავებული აზრის შეგუებით შეიძლება დამშვიდება საზოგადოების და ქვეყანაში პროგრესის უზრუნველყოფა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მთაწმინდის პარკში, თბილისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს გამოცდილი და ქვეყნის სიყვარულით ანთებული ადამიანებისგან შემდგარი გუნდი.

„ჩვენი გუნდი შედგება ძველი თანამებროძლებისგან და ახალი წევრებისგან. ეს არის ის სიმფონია, რომელიც ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას გააერთიანებს, ჩვენ ვაჩვენეთ ამის მაგალითები. არ შეიძლება, საზოგადოება დახლიჩო. არავინ ისე, როგორც თბილისის საზოგადოებამ იწვნია თავის თავზე ჩარეცხილად კვალიფიცრება და ეს აღარასოდეს უნდა განმეოროდეს. ჩვენ არც ერთი ადამიანი არა გვყავს დასაკარგავი. ყველას, ვისაც ანთებული აქვს გული ქვეყნის სიყვარულით და, ვისაც აქვს უნარი, ჩვენს ქვეყანაში მოიტანოს პროგრესი, განვითარება, ყველასთვის იქნება ადგილი ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ და მხოლოდ ასე, საზოგადოების გაერთიანებით, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და არა სიძულვით, შევძლებთ „ქართული ოცნება“, რომ დღეიდან 4 წლის თავზე  ყველა ოჯახმა იგრძნოს საკუთარ თავზე კეთილდღეობა. მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ერთიანობით, ერმანეთის განსხვავებული აზრის შეგუებით შეიძლება დამშვიდება საზოგადოების და ქვეყანაში პროგრესის უზრუნველყოფა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics