|
2016-08-06 17:36:06, 1003 ნახვა
პოლიტიკა
მეთიუ ბრაიზა: დასავლეთმა რუსეთს გაუგზავნა მესიჯი, რომ მას საქართველოში შეჭრა ეპატიებოდა
2008 წლის რუსეთ-საქრთველოს ომი ტრანს-ატლანტიკურმა საზოგადოებამ პრეზიდენტ პუტინს აპატია, რამაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გამოიწვია“, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. „გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ომის შედეგები უარყოფითია, ტრანს-ატლანტიკურმა საზოგადოებამ პრეზიდენტ პუტინს მესიჯი გაუგზავნა, რომ მას ეპატიებოდა საქართველოში შეჭრა და რომ რუსეთს პასუხის გება არ მოუწევდა. სწორედ შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების მხრიდან სათანადო პასუხის ნაკლებობამ პირდაპირ გამოიწვია პუტინის მილიტარისტული შეჭრა უკრაინაში. ასეთია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი“, - განაცხადა ბრაიზამ. როგორც მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა, აგვისტოს ომში რუსეთისადმი საქართველოს მტკიცე სამხედრო პასუხმა პუტინს სამხედრო სფეროს უფრო სიღრმისეული და მტკიცე რეფორმისკენ უბიძგა. „ვფიქრობ დასავლეთის არასათანადო რეაქციასთან ერთად რუსეთის გაძლიერება აგვისტოს ომში საქართველოს სამხედრო პასუხმა გამოიწვია. დასავლეთი სათანადოდ მტკიცე არ იყო, რამაც რუსეთის ქმედებები წაახალისა. მაგრამ მტკიცე იყო საქართველოს სამხედრო პასუხი რუსეთის აგრესიაზე. რუსეთის ჯარმა სერიოზული ზარალი განიცადა, რამაც შემდგომში პუტინს რუსეთის სამხედრო სფეროს უფრო სიღრმისეული და სისტემური რეფორმისკენ, ასევე საბრძოლო შეიარაღების გაზრდისკენ უბიძგა“, - აღნიშნა ბრაიზამ.
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)