|
2016-08-06 15:49:03, 867 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი: ადამიანების შევარდნაძისდროინდელ და ზვიადისდროინდელ კადრებად დაყოფა უნდა დამთავრდეს
საპარლამენტოს უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უნდა დამთავრდეს ის დრო, როდესაც ადამიანებს შევარდნაძიდროინდელ და ზვიადისროინდელ კადრებად ყოფდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სესიაშვილმა განუცხადა, ახალი სახეების გარდა, „ქართულ ოცნებაში“ ის ადამიანებიც იქნებიან, ვინც წარსულში ქვეყნის მშენებლობაში საკუთარი წვლილი შეიტანა. „ის სტერეოტიპი, რომ ჩვენ ვყოფთ ადამიანებს იმის მიხედვით, თუ ვინ შევარდნაძიდროინდელი კადრია და ვინ ზვიადისდროინდელი, არასწორად მიმაჩნია. თუ ადამიანი იყო წარმატებული, თუ თავისი ცხოვრება იმ პერიოდთან ქონდა დაკავშირებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ავტომატურად ცუდი უნდა იყოს. ყველა ადამიანს აქვს თავის ღირსება. შევარდნაძისდროინდელი კადრების სტერეოტიპი, თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა ერთი მარტივი მიზეზით - მათთვის უფრო მეტი თავისუფალი ადგილი რომ დარჩენილიყო. სწორედ ამ სიტუაციაში შეიქმნა „ჩარეცხილების“ სია. ეს პერიოდი უნდა მოკვდეს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გაერთიანებაზე უნდა ვიფიქროთ. ბუნებრივი მოვლენაა, რომ საგარეო პროცესებთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესები ახალ ენერგიას მოითხოვს. მათ შორის, ჩვენი პარტიაც უნდა აყვეს ამ პროცესს. აქედან გამომდინარე, ჩვენ საარჩევნო სიაში მეტწილად ახალი სახეები გვეყოლება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ წარსულზე და იმ ადამიანებზე, რომელთაც ქვეყნის მშენებლობაში თავის წვლილი მიუძღვით უარი უნდა ვთქვათ. თუ ადამიანი შევარდნაძის პერიოდში ცხოვრობდა, სუნთქვას ვერ შეიკავებდა და ვერ გაქრებოდა. მთავარია, როგორ ემსახეურებოდა ქვეყანას და თუ ამასთან დაკავშირებით კითხვებია - ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა სესიაშვილმა.
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)