|
2016-08-05 16:54:05, 830 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: როდის თქვა რუსეთმა, რომ თუ საქართველო ნატოში არ შევა ტერიტორიებს დააბრუნებს?!
„მე მაქვს ერთი ძალიან მარტივი კითხვა ამ მოსაზრების ლობისტებისთვის - როდის და სად თქვა რუსეთმა რომ თუ საქართველო ნატოში არ შევა აფხაზეთს და სამხერეთ ოსეთს დააბრუნებს?!“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში პრორუსული ძალების ბოლოდროინდელ გააქტიურებასთან დაკავშირებით განაცხადა. „თუ შევხედავთ რა ხდება მსოფლიოში დავინახავთ რომ ეს არის საკმაოდ გლობალური პროცესის კონკრეტული გამოვლინება და ეს პროცესი დემოკრატიულ ძალებს მეტი კონსოლიდაციისკენ და პასუხისმგებლობისკენ მიგვანიშნებს. ხედავთ რომ ძალიან მყარი და ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებშიც კი ულტრამემარჯვენე და მემარცხენა ძალების აღზევებაა. ეს ტალღა საქართველოშიც იგრძნობა და ეს რუსული პროპაგანდის შედეგია. ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ რომ ამომრჩევლებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ. მაგალითად, მითი იმის შესახებ, რომ რუსეთი გაამთლიანებდა საქართველოს თუ ჩვენ ნატოზე უარს ვიტყოდით. მე მაქვს ერთი ძალიან მარტივი კითხვა ამ მოსაზრების ლობისტებისთვის - როდის და სად თქვა რუსეთმა რომ თუ საქართველო ნატოში არ შევა აფხაზეთს და სამხერეთ ოსეთს დააბრუნებს - ვინმეს ამის მსგავსი სადმე მოუსმენია? მეორე როდესაც საუბარია იმაზე რომ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა პრობლემურია - საქართველოს ტერიტორიაზე ორი სამხედრო ბაზა აქვს და მისი გამალებული აღჭურვა მიდის. რას ეფუძნება ეს ოპტიმიზმი? ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით და ამ პრობლემას გავუმკლავდეთ. ჩვენ გვაქვს კომუნისტურ იდეოლოგიასთან დაკავშირებით მკაფიო კანონმდებლობა და ყოველგავრი თამაშები ასეთ თემასთან სახიფათოა, შეიძლება, მთელი ქვეყნისთვის მძიმედ დასრულდეს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)