|
2016-08-01 16:19:25, 582 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრა გამართა , რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აღინიშნა ბოლო წლების განმავლობაში სატრანსპორტო, ტურიზმის, ენერგეტიკის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიცირებაზე მზაობა დაადასტურეს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აქტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულების დიდ მნიშვნელობაზე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის. მინისტრებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და განიხილეს ის მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. შეხვედრის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და სომხეთის ისტორიულ მეგობრობას და კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. ვიზიტის ფარგლებში, ედვარდ ნალბანდიანი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)