|
2016-07-28 14:53:02, 1139 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე C ჰეპატიტთან ბრძოლის აქციაში ჩაერთო
დღეს მსოფლიო ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ამ დღესთან დაკავშირებულ სპეციალურ აქციაში ჩაერთო. მათივე ცნობით, 27 ივლისიდან რეგიონში დაიწყო სკრინინგ ორკვირეული, რომლის ფარგლებშიც მობილური ლაბორატორიები ქალაქ ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უზრუნველყოფს უფასო ტესტირებას მოსახლეობაში. ზურაბ პატარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და ჯანდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლებმა საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიატორიაზე C ჰეპატიტის სკრინინგისათვის მოწყობილი მოძრავი ამბულატორია დაათვალიერეს. პატარაძემ C ჰეპატიტის შემოწმება მეუღლესთან და სხვა მოხალისეებთან ერთად გაიარა. აქციაში ჩართვის მიზანი ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა იყო. ,,ჩვენი რეგიონიდან პროგრამაში ჩართულმა 400-მა პაციენტმა უკვე წარმატებით დაასრულა მკურნალობა. ამჟამად პროგრამაში ჩართულია 800 პაციენტი. თუმცა, ამ უკურნებელ სენთან ბრძოლას ართულებს ის ფაქტი, რომ ადამიანები მალავენ თავიანთ დაავადებას, ამას ხელს უწყობს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმაც. ჩემი აქ მოსვლის მიზანიც სწორედ ისაა, რომ მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, დაძლიონ ეს წინააღმდეგობა, მივიდნენ სამედიცინო ცენტრებში, ჩაიტარონ გამოკვლევები, რაც მათი ამ ვირუსით დაავადების ეფექტური და დროული მკურნალობის საშუალებას მისცემს"-აღნიშნა პატარაძემ. ბათუმის მოსახლეობა მთელი დღის მანძილზე შეძლებს ჰეპატიტის დიაგნოსტიკას. მობილური ლაბორატორიები განთავსდება ბათუმის ზღვისპირა ზოლში. კერძოდ, რესტორან ,,სანრემოს", საზაფხულო თეატრისა და მოცეკვავე შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ღონისძიების მიზანიც სწორედ ვირუსული ჰეპატიტებისა და ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს მსოფლიო დონის უპრეცედენტო პროგრამას C ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებით და ბოლო მონაცემებით ამ პროგრამაში ჩართული მოქალაქეების 90 პროცენტი უკვე განიკურნა ამ სენისაგან. აჭარის რეგიონში ღონისძიების ხელშემწყობები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავშირი იმედი". (NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)