|
2016-07-26 12:58:25, 685 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: როდესაც პირებს აქვთ დანაშაულის თაობაზე ინფორმაცია, საჯარო თხოვნები არ უნდა სჭირდებოდეთ
პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და სწორედ ამ გამოძების ფარგლებში, ის ყველა მტკიცებულებას მოიპოვებს თუკი რაიმე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ვიცე-სპიკერის თქმით, ყველა იმ პირმა, რომელსაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია გააჩნდეს, საგამოძიებო ორგანოებთან უნდა ითანამშრომლოს და ყველა სამხილი მიაწოდოს. „ყველა პირმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიებას, მათ შორის თავად მოსამაართლეებმაც და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. როდესაც პირებს აქვთ დანაშაულის თაობაზე ინფორმაცია, მათ არ უნდა ჭირდებოდეთ საჯარო თხოვნები და მიმართვები, არამედ პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლონ“, - განაცხადა კობახიძემ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების შეფასებისას. „უცნაური, რატომ არ მოხდა ერთი თვის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალურად, სამართლებრივი პროცედურის დაცვით, შესაბამისი რეაგირება და რატომ გაკეთდა ეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მხრიდან განცხადებები გაჟღერდა. ეს იყო შეუსაბამო განცხადება იმ თანამდებობისა და პასუხიმგებლობის მქონე პირებისგან, რასაც ისინი წარმოადგენენ. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. როდესაც მიმდინარეობს გამოძიება, ნებისმიერი განცხადება მინისტრის თუ დეპუტატის მხრიდან , შეიძლება იყოს აღქმული, როგორც ზეწოლა გამოძიებაზე, რაც არამგონი სწორი იყოს“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ოჯახის წევრის სახლში სამართალდამცველებმა ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩხრეკა ჩაატარეს, რაც ზეწოლის მცდელობაზე მიანიშნებდა. კითხვაზე, მიმართა თუ არა პრეზიდენტმა სამართალდამცავ ორგანოებს, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ „საზოგადოება არ შეაწუხა“.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)