|
2016-07-25 16:25:29, 676 ნახვა
პოლიტიკა
მიროტაძე: თუ ამ ქვეყანაში პირველი პირია დაუცველი, რიგითმა მოქალაქემ რა უნდა თქვას?!
„ძალიან გაკვირვებული ვარ, პრეზიდენტს მაშინ რატომ არ ჰქონდა მყისიერი რეაგირება და რატომ საუბრობას ახლა?!“,-ასე გამოეხმაურა „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბარში პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმადაც ერთი თვის წინ, სამართალდამცავების ჩართვით, მის ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. მიროტაძის თქმით, პრეზიდენტი შეიძლება „შოთაძის უწყებას“ არ ენდობა, მაგრამ ის ვალდებული იყო, შესაბამისი ორგანოებისთვის საჩივარით მიემართა. „მე ვარ გაოგნებული და ძალიან მიკვირს პრეზიდენტმა რატომ არ მიმართა შესაბამის ორგანოებს. ძალიან გაკვირვებული ვარ, მაშინ პრეზიდენტს რატომ არ ჰქონდა მყისიერი რეაგირება და რატომ საუბრობს ახლა?! მესმის, ის შეიძლება არ ენდობა „შოთაძის უწყებას“, შეიძლება მეც არ ვენდობოდე, შეიძლება კვალიფიკაციის პრობლემა იყოს, მაგრამ ეს პროცედურულად პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა. მაშინ როცა პრეზიდენტი ხარ ვალდებული ხარ ეს გააკეთო. თუ პირველი პირი არის ქვეყანაში დაუცველი, მაშინ რა უნდა თქვას რიგითმა მოქალაქემ?! ის იფიქრებს, რომ არის დაუცველი. თუ პრეზიდენტმა არ დაწერა განცხადება, ამ შემთხვევაში რამდენად სწრაფად იმოქმედებს ახლა პროკურატურა საჩივრის არარსებობის შემთხვევაშიც კი, მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ ის, რომ პირველი პირი ლაპარაკობს ამის შესახებ. პროკურატურა საინტერესოა რამდენად სწრაფად და მყისიერად დაიწყებს გამოძიებას და როგორი იქნება ამ გამოძიების შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში მე დამრჩება იმის განცდა, რომ პრეზიდენტი მართალია. ველოდები დღის ბოლომდე პროკურატურის როდესაც პირველი პირი აცხადებს ძალოვანი სტრუქტურების თავნებობაზე, სახელმწიფოს თუ თავმოყვარეობა აქვს ვალდებულია რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამ თემაზე გამოძიება“, - განაცხადა ანი მიროტაძემ.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)