|
2016-07-24 15:36:03, 811 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა სენაკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სენაკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინა. „ირაკლი არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც მისი ასაკის მიუხედავად, უკვე ძალიან გამოცდილია. მას საუკეთესო განათლება მიღებული აქვს ბრიტანეთის ჭესტმინსტერ-ის უნივერსიტეტში. მნიშვნელოვანი მომზადება გაიარა ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო ინსტიტუტში. ირაკლის აქვს სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობის ასევე დიდი გამოცდილება. დღეს იგი არის ერთერთი წამყვანი ადამიანი სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის. ხელმძღვანელობს საინფორმაციო -ანალიტიკურ დეპარტამენტს. საქართველოში საზოგადოება მას იცნობს, როგორც წამყვან ფიგურას გალის და ერგნეთის ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლობით ჯგუფში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა შევურიგდეთ აფხაზებს, ოსებს. უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, და სწორედ აქ, დღეს წინა ფრონტზე დგას ირაკლი. მე, პირადად, მეამაყება, რომ პარტიაში ასეთი ადამიანი გვყავს",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ამასთან, სენაკის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა ირაკლი ბერაიამ. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, თქვენს რიგებში, სენაკელებთან ერთად გავაგრძელო ის დიდი საქმე, რომელიც ამ ქუჩებში 2012 წელს დავიწყეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. გამარჯვება, რომლის შედეგადაც ქვეყანაში დავამკვიდრეთ კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება. წნეხისგან გავათავისუფლეთ სასამართლო, ბიზნესი, მედია. უფრო აქტიურად ჩავერთეთ საერთაშორისო თანამშრომლობაში, კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროპულ და ვეროატლანტიკურ სტრუქტურებს და ჩვენი ქვეყანა სანდო, საიმედო საერთაშორისო პარტნიორად ვაქციეთ. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ქვეყანა წარმატებისა და წინსვლის სრულიად ახალ ეტაპზე გადაყავს. ახალი ფურცელი იშლება სენაკის ცხოვრებაშიც. სენაკი ჩემთვის არის სიყვარულის, მეგობრობის, ნდობის, ჩემი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის, წარსულისა და მომავალი გამარჯვებების სიმბოლო. მჯერა, რომ ჩვენ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ საპარლამენტო არჩევნებზე და ერთად გავაგრძელებთ ევროპული ქვეყნის მშენებლობას",-განაცხადა ირაკლი ბერაიამ. (NS)
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)