|
2016-07-23 13:46:02, 1004 ნახვა
რეგიონი
შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს დაესწრნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, წელს თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. გაზრდილია როგორც ნათესი ფართობები, ასევე ჰექტარზე მოსავლიანობა. შირაქის ველზე ხორბალი და ქერი 32 000 ჰა ფართობზე დაითესა. საშუალო მოსავლიანობამ დახლოებით 4 ტონა შეადგინა. ,,მიმდინარე წელს, მხოლოდ კახეთის რეგიონში 300 000 ტონაზე მეტ ხორბლისა და ქერის მოსავალს ელოდებიან, რაც სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში 200 000 ტონამდე მოსავალი უკვე აღებულია. მოსავლის შეუფერხებლად აღების მიზნით მობილიზებულია 72 ერთეული ტექნიკა, აქედან შპს ,,მექანიზატორის’’ 52 ერთეული და აზერბაიჯანიდან შემოყვანილი 20 ერთეული კომბაინი. სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. კახეთის მხარის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულმა პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ნათესი ფართობების, ასევე ჰექტარზე მოსავლიანობის ზრდას. ,,ბოლო ათწლეულების შემდეგ რეგიონში უპრეცედენტოდ მოსავალი დაფიქსირდა. მოსავლის შეუფერხებლად აღების უზრუნველყოფისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამატებითი ტექნიკა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენ ფერმერებს მოსავალი უდანაკარგოდ აიღონ და დააბინავონ“, - აღნიშნა კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა. ადგილობრივი ფერმერები აღნიშნავენ, რომ წელს მოსავალი საკმაოდ დიდია. უამინდობის გამო გარკვეულწილად შეფერხდა მოსავლის აღების სამუშაოების დაწყება, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინსიტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, დროულად მოხდა საჭირო ტექნიკის მობილიზება. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს. კახეთის რეგიონში სამუშაოებში ჩართულია - 72 ერთეული ტექნიკა (შპს ,,მექანიზატორი“ - 52, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 20), ქვემო ქართლის რეგიონში - 19 ერთეული კომბაინი (შპს ,,მექანიზატორი“ – 9, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 10), შიდა ქართლის რეგიონში - 20 ერთეული, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 5 ერთეული, სამცხე-ჯავახეთში - 1 ერთეული შპს ,,მექანიზატორის” კომბაინი. პროცესში აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც. (NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)