|
2016-07-23 10:59:52, 1100 ნახვა
სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზაფხულის კურსი გაიარეს
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-მდე თანამშრომელმა, საქართველოს სამთო კურორტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ურთიერთკოორდინაციის ფარგლებში, სამთო მომზადების ზაფხულის ტექნიკური კურსი გაიარა. უწყების ინფორმაციით, სწავლება სტეფანწმინდას მუნიციპალიტეტში მდებარე ჭაოხის მასივში ათი დღის განმავლობაში გაგრძელდა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, რთულ რელიეფზე გადაადგილება, კლდეზე მეწყვილესთან ერთად ცოცვა, თოვლზე დაშვება, ნაპრალში ჩავარდნილის ამოყვანა, დაშავებულის ევაკუაცია და სხვადასხვა სირთულის მწვერვალზე ასვლა შეისწავლეს. ძალოვან უწყებებს შორის მსგავსი მასშტაბური სამთო სწავლება პირველად ჩატარდა. კურსის მიზანი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი მომზადების დონის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება. მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მინდია ლორთქიფანიძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცეს. ღონისძიება სტეფანწმინდას მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში მდებარე ბანაკ „ზეთაში“, ზღვის დონიდან 2250 მეტრ სიმაღლეზე გაიმართა. სამთო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების პირველი ტექნიკური კურსი, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, ზამთარში, დაბა გუდაურში გაიარეს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე სამთო ტექნიკური კურსის ჩატარება ზღვის დონიდან 5000 მეტრზე და მყინვარწვერის დალაშქვრა.
უკრაინულმა დრონებმა Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს შეუტიეს, დაბომბეს როსტოვის გემთმშენებელი ქარხანა
დაურ ბუავას ადვოკატი - ჩვენ შსს-ს ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა მარტო დატოვა - დაკავებულია 1 პირი
„განკითხვის დღის რადიო“ აძლიერებს აქტივობას CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)